თეგი: ზღვრული ფასები

საქართველოს მთავრობა, 2023 წლიდან მედიკამენტებზე ზღვრული ფასების დადგენას გეგმავს

დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები განიხილეს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.  ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი: ქვეყანა გეგმავს მედიკამენტების ზღვრული ფასი განსაზღვროს - ჯანდაცვის ფასები მნიშვნელოვნად შემცირდება კერძოდ, 2023 წლიდან, წამლებზე რეფერენტული ფასები დაწესდება - სახელმწიფო ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს ადგენს, რომელზე ძვირადაც დაუშვებელი იქნება მედიკამენტის რეალიზაცია, რაც მსოფლიოში  ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა.  „რეფორმის მიზანი ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა,  სამართლიანი ფასებისა და კონკურენტული და გამჭვირვალე ფარმაცევტული ბაზრის უზრუნველყოფაა. წინასწარი გათვლებით, რეფერენტული ფასების დაწესება, საშუალოდ, 40%-ით გააიაფებს წამლების ღირებულებას. პირველ ეტაპზე, რეფერენტული ფასები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, ეტაპობრივად კი ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ინიციატივით, 2022 წლის მარტიდან, თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა, რამაც 60-80%-ით შეამცირა საქართველოში მედიკამენტების ღირებულება. შედეგად, წლიურად, ქვეყნის 100 ათასამდე მოქალაქე, დაახლოებით, 200 მილიონ ლარამდე თანხას დაზოგავს, რეფერენტული ფასების დაწესება კი წამლების ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გააუმჯობესებს“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.   

Bloomberg: ზღვრული ფასების შემომღების შემდეგ, რუსეთიდან ნავთობის ექსპორტი 54%-ით შემცირდა

რუსული ნავთობზე, ფასის ზღვრის შემოღებიდან პირველ კვირასვე, ნედლეულის ექსპორტი 54%-ით შემცირდა, იტყობინება Bloomberg, ტანკერების მოძრაობის მონაცემებსა და საკუთარ გათვლებზე დაყრდნობით. ევროკავშირში რუსული ნავთობის ზღვით შეტანის აკრძალვა და ზღვრული ფასი ძალაში შევიდა სააგენტოს მონაცემებით, ექსპორტი შემცირდა თითქმის 1,86 მილიონი ბარელით დღეში და 1,6 მილიონი ბარელი შეადგინა. ვარდნის ნაწილი გამოწვეული იყო ბალტიის ზღვის პორტის პრიმორსკის ტექნიკური სამუშაოებით, მაგრამ ტრაფიკის მოცულობა ასევე შემცირდა სხვა პორტებში. G7-ის ქვეყნები რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესებაზე შეთანხმდნენ კერძოდ, შორეული აღმოსავლეთის ნახოდკას პორტში არ არის საკმარისი გემები. როგორც Bloomberg წერდა, კომპანიები მათ იქ სანქციების შიშით არ გზავნიან. რუსული ნავთობის ფასის ზღვარზე დასავლეთის ქვეყნები დეკემბრის დასაწყისში შეთანხმდნენ, რამაც ბარელზე $60 შეადგინა.  რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ნავთობს არ მიაწვდის ქვეყნებს, რომლებიც მხარს უჭერენ ფასის ზღვრის შემოღებას. „ვედომოსტის“ ცნობით, კრემლმა უკვე მოამზადა პასუხის პროექტი, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ გავრცელებულა. Financial Times-ის მიერ გამოკითხულმა ექსპერტებმა იწინასწარმეტყველეს, რომ ფასების ზღვრის შემოღებიდან პირველ თვეებში რუსეთს არ ექნება საკმარისი გემები ნავთობის გადასაზიდად, რაც შეამცირებს მის ექსპორტს. მათი აზრით, ვითარება შესაძლოა, გაუარესდეს თებერვალში, როდესაც ძალაში შევა ევროკავშირის ემბარგო რუსეთიდან ნავთობპროდუქტების საზღვაო მიწოდებაზე.  

დასავლეთის ქვეყნები რუსეთის ნავთობპროდუქტებზე ფასების ორ ზედა ზღვარს შემოიღებენ

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, G7-ის ქვეყნები, ევროკავშირი და ავსტრალია შეთანხმდნენ, რომ რუსეთის ნავთობპროდუქტებზე ფასების ორ ზედა ზღვარს შემოიღებენ.  სააგენტოს ცნობით, ფასის ერთი ზღვარი ნედლ ნავთობზე, ხოლო მეორე - პროდუქტებზე (საწვავი).  გარდა ამისა, დასავლეთის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ 2023 წლის მარტში გადახედონ თავად რუსული ნავთობის ფასის ზღვარს, რომელიც ზღვით გადაიზიდება. რუსეთის ნავთობპროდუქტებზე ფასების ზღვრების შესახებ გადაწყვეტილება, კოალიციაში მონაწილე ქვეყნების ფინანსთა მინისტრების მოადგილეების ვირტუალურ შეხვედრაზე (ფასების შეზღუდვის მიზნით) შეთანხმდა. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის პრესრელიზში ნათქვამია, რომ შეხვედრის წევრებმა დაადასტურეს, რომ ფასების ზღვრის შემოღებით, მთავარი მიზანი მიღწეული იქნება და ნავთობის ექსპორტიდან რუსეთის შემოსავლები შეიზღუდება.  2022 წლის 5 დეკემბერს ძალაში შევიდა ევროკავშირის, ავსტრალიისა და G7-ის ქვეყნების შეთანხმება, რომლის თანახმადაც საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდული რუსული ნავთობის ფასზე ზღვარი დაწესდა. ლიმიტი ბარელზე 60 დოლარით განისაზღვრა. მოსალოდნელია, რომ რუსული ნავთობპროდუქტებზე ფასის ზღვარი 2023 წლის 5 თებერვლიდან ამოქმედდება. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ნავთობზე ფასის ზედა ზღვრის შემოღების მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომია. დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ ამ გადაწყვეტილებით, რუსეთის საექსპორტო შემოსავლები შეამცირონ და უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის წარმოებაში ხელი შეუშალონ.